პოლიტიკური სლენგი

ბოლო რამდენიმე წელიწადში ფეისბუკიზაციის გაძლიერებასთან ერთად გაძლიერდა ინტერნეტში სხვადასხვა პოლიტიკური სლენგის  მნიშვნელობა, მაგალითად "ბიბი" რომელსაც ლამის ყველა იყენებს მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მნიშვნელობა, წარმოშობა და ასე შემდგომ. სლენგის უმრავლესობა ხომ  ფორუმიდან წამოვიდა და თუ ფორუმელები მას ერთი მნიშვნელობით იყენებდა მეორე ნაწილი როგორც წესი უბრალოდ იმის დასამტკიცებლად რომ ამ დიდი ოჯახის,  ინტერნეტ ოჯახის ნაწილია სხვანაირად და ეს ქმნიდა ცნობილ გაურკვევლობებს . შედეგად ბიბი ზოგისთვის ბატონ ბიძინას აღნიშნავდა, ხოლო ერთი ნაწილისთვის (ე,წ "მიშისტი ზვიადისტების", ან "პატრიოტების") ბორის ბიძინას.

პოლიტიკური სლენგი

1.ბიბი(გამოიყენება სხვა ვარიანტებიც- ბბ, ББ) 

 უმრავლესობა რომელიც ამას იყენებს თვლის რომ ბბ არის ბიძინა ივანიშვილის ინიციალები და ის ფაქტი რომ  ინიციალები არ ემთხვევა ხელს არ უშლის ამ სტერეოტიპის კვლავწარმოებას. იუზერების მცირე ნაწილი იყენებს მას როგორც ბორის-ბიძინას ვარიაციად, რათქმაუნდა  ზვიადისტების და პატრიოტების ნაწილი .

ექსპერტის აზრით- ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია იმ სიტუაციასთან რომელიც ჩამოყალიბდა, 2011 წლის ბოლოს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელი გამოჩენის დროს, ინტელიგენცია რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში  მხოლოდ ივანიშვილი ინახავდა,  სამაგიეროს იმით იხდიდა რომ  როდესაც ტელევიზიები იღებდნენ კომენტებს მათგან, ისინი ხელისუფლების წევრებს ან გვარებით, მერაბიშვილი, ახალაია, ან უბრალოდ სახელით მოიხსენიებიდნენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კი ბატონ ბიძინად გადაიქცა, სწორედ ბატონი ბიძინა გახლავთ სინამდვილეში ბბ.


2. შუაშისტი( ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გამოიყენება ასევე სხვა ვარიაციებიც, "მიშისტი არ ვარ მაგრამ", "მე ნეიტრალური ვარ" "საქართველოს პატრიოტი ვარ" და ასე შემდგომ აზრობრივად დაკავშირებული,

ტერმინის წარმოშობა, განვითარება და პოპულარიზაცია დაკავშირებულია შალვა რამიშვილის სახელთან რომელმაც,  პირველმა  საჯაროდ გამოიყენა ეს ტერმინი და ის დაუკავშირა, ლიბერალური მეინსტრიმის იმ წარმომადგენლებს რომლებიც თანაბარ ტოლობას სვამდნენ, ქართული ოცნებასა და წინა ხელისუფლებას შორის, ძალიან ბევრი ადამიანი(ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი და ყლე ლიბერალების დიდი) თვლის რომ ობიექტური ჭეშმარიტება არის ის რაც ორ მოსაზრებას შორის არის, მაგალითად თუ მიხეილ სააკაშვილი იძახდა რომ 21 საუკუნეშჲ ღრუბლებში ემალებოდა რუსულ ავიაციას რათა ვერ აღმოეჩინათ და ოპონენტები ამას სისულელეს ეძახდნენ, ჭეშმარიტება სადღაც იქ არის "კი ემალებოდა მაგრამ ძალიან უჭირდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამო" ან კიდევ უფრო კარგი მაგალითია როდესაც ერთი იძახის რომ ორჯერ ორი ოთხია და მეორე რომ ექვისა, შუაშისტი იტყვის რომ ორჯერ ორი ხუთია და ამით დაამთავრებს კამათს,

ექსპერტის აზრით- ტერმინის პოპულარიზაცია ნამდვილად დაკავშირებულია შალვა რამიშვილთან მაგრამ სინამდვილეში ის ფორუმის კოლექტური აზროვნების შედეგია, "მიშისტი არ ვარ მაგრამ" ეწოდებოდა იმ ხალხს რომლებიც დაახლოებით იმავე პოზიციებს იზიარებდნენ რომელსაც კლასიკური შუაშისტები, რაღაც პერიოდის შემდგომ უკვე ძალიან ტეხავდა, მეტნაკლებად ნორმალურ საზოგადოებაში ოფიციალური მიშისტის სახელი, შედეგად ეს ხალხი უარყოფდა მიშისტობას მაგრამ იზიარებდა ყველაფერს, მაგ " მე მიშისტი არ ვარ მაგრამ ვიზიარებ იმ კურსს რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, მე არ მინდა რუსული ტანკები რუსთაველზე"

შენიშვნა- ჟურნალისტების და ყლე ლიბერალების გარდა თითქმის ყველა შუაშისტი დღეს უკვე მიშისტია და მოთქმავს საქართველოს არარსებულ დაბრუნებაზე რუსულ ორბიტაზე.


3. ყლე ლიბერალი
 რაღაც პერიოდის წინ, ინტერნეტში  მძრომიალე ხალხის ნაწილმა ჩათვალა  რომ ქართველები ბნელი ხალხია, მათგან  "არაფერი არ გამოვა" და საშუალება რომ მისცე  ახლავე  ააშენებენ  ირანს. ამ ხალხის დამახასიათებელია დამოკიდებულება "ბნელების"  მიმართ, როდესაც ყლე ლიბერალი რამეს გააკეთებს მისი მტავარი შეფასების კრიტერიუმია, მეტი ბნელი აგინებს  მით უფრო სწორ პოზიციაზეა  ამავე სიმღერიდან არის ამ ტერმინის მეორე განმარტებაც, ტერმინი ყლე ლიბერალი არის "ლიბერალურ ნიღაბს ამოფარებული(ლიბერალიზმს როგორც იდეოლოგიას) პიროვნულად შეუმდგარი,  ასოციალური მეტწილად სოციოპათი პოზიორი რომელიც საკუთარ თავს უქვემდებარებს მოდურ ტენდენციებს.

ექსპერტის აზრით( ექსპერტი ბარსაფანი) -იდენტობის პოლიტიკით შემოფარგლული არსება, რომლისთვისაცვ ყველა მისგან სხვანაირად მოაზროვნე ადამიანი ფაშისტი და ბნელია. 

4. ქოცი

ხალხის აზრით- დიდი ხანი არ არის რაც ეს ტერმინი გამოჩნდა და აღნიშნავს ქართული ოცნების მხარდამჭერს.

ექსპერტის აზრით- დიდი ხანი არ არის რაც გამოჩნდა და ყოფილი ხელისუფლების მოფიქრებულია, რადგანაც არსებობდა ტერმინი ნაცი საჭირო გახდა წარმოშობა ახალი ტერმინის რომელიც აღნიშნავდა ოცნების მხარდამჭერს.

5. ნაცი

ხალხის აზრით- აღნიშნავს  ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს, ნაციონალის შემცირებული ვარიანტია.

ექსპერტის აზრით- ტერმინი ფორუმული წარმოშობისაა და არამხოლოდ აღნიშნავს ნაციონალების მხარდამჭერს არამედ ასევე  სხვებისთვის ამ ტერმინმა ნაცისტის ასოციაცია უნდა გამოიწვიოს .


პ.ს შეძლებისდაგვარად ეს ლექსიკოლნი შეივსება, შეგიძიათ თქვენთვის სასურველი ტერმინის განმარტება მოითხოვოთ და მე და ჩემი მეგობრები შევეცდებით მის განმარტებას :) 


6. ერო ჩემო, მცხეთის კართან გამოდი.((გამოიყენება ნებისმიერი სახალხო აქტივობისკენ მოწოდებისას. აგრეთვე წარმოადგენს მამულიშვილურ-მართლმადიდებლურ ისტერიისადმი ქილიკის ფორმას.)


 ავტორი : ლაშა ნადარეიშვილი ( გაზეთ ასავალ-დასავალის რედაქტორი )
ლექსის ეს ნაწილი გაპიარდა forum.ge -ს კოლორიკული იუზერის, choncxis mzera-ს მიერ ( ამავე იუზერს ეკუთვნის სხვა ქარიზმატული გამონათქვამები, რომელთაც დროთა მანძილზე განვიხილავთ, როგორც თანამედროვე კიბერ  სუბკულტურულ მოვლენებს. )


ხალხის აზრით - იუზერების( user )  ნაწილი ამ ფრაზას იყენებს სახალხო აქტივობებისადმი ( მიტინგები, მსველობები „მრისხანების დღის“ დაანონსება) ირონიის გამოსახატად. აგრეთვე ეს გახლავთ დაცინვა ლაშა ნადარეიშვილის მიმართ, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის  აზრით, ფაშისტურ-მარაზმატიკული ხასიათის და შინაარსის მქონე გაზეთს უდგას სათავეში. არც მისი ბანალურ-ტრივიალური  პოეტური  ნიჭი განიცდის ქილიკის დეფიციტს.

ექსპერტის აზრით(მიშა აბესაძე) - ამ ტერმინის  კუშტად სერიოზული  ირონიით ხმარება იმ საზოგადოებრივი ელემენტების პრეროგატივაა, რომლებიც ლოიალურნი არიან მმართველი გუნდის მიმართ და ოპოზიციის ნებისმიერ აქტივობას „ფეკალიებით აყროლებული რუსთაველით“  ამარგინალებენ. დემაგოგიის და ამორალურობის აპოთეოზი  კი მაშინ დგება, როდესაც უკვე ფრაზა : „ბავშვი ვერ გამისეირნებია მაგათ გამო“ ერთვება. ზოგადად კი  ამ უწყინარ ფრაზას მხოლოდ ღიმილის მოგვრა ძალუძს , თუ წარმოვიდგენთ  მის ავტორს  და მითუმეტეს მის გამპიარებელს. :





7. მაპზე უკეთესი. ( გამოიყენება სიტუაციაში როდესაც მოწინააღმდეგე მხარე ურცხვად იტყუება და საკუთარ წარუმატებლობას უდიდეს წარმატებად ასაღებს.

ხალხის აზრით- ტერმინი გაჩნდა კიდევ ერთი წარუმატებელი ნატოს მინისტერიალის დროს როდესაც, მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა მიმართული იყო იქეთკენ რომ საქართველო მიიღებდა ნატოს წევრობისთვის აუცილებელ მაპს და კიდევ უფრო დაუახლოვდებოდა ევროატლანტიკურ სივრცეს,  მაპი რათქმაუნდა ვერ მივიღეთ და ქართულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ახალი უკან არ დაიხია და ურცხვად განაცხადა რომ საქართველომ მიიღო უფრო , უფრო უკეთესი ვიდრე მაპი, მაგრამ კონკრეტულად რა, დღემდე უცნობია.

ექსპერტის აზრით(ნიკუშა მარქსი)- მაპზე უკეთესი კარგად ასახავს ქართული პოლიტიკური მეინსტრიმის თვისებას, ჩვენი ელიტა(მეტწილად წინა "ცუდი " ხელისუფლება და მეტნაკლებად ახალი "საოცნებოც"  ) საკუთარ თავს თვლის რომ ზე  ადამიანების კრებულია,  რომელიც არასოდეს სცდება და  აქედან გამომდინარე, არასოდეს არ  აღიარებს შეცდომებს, რათქმაუნდა შეუცდომელია ადამიანები არ  არსებობენ და ამიტომაც მთელი პოლიტიკა მიმართული რჩება, მხოლოდ მოკლევადიან, პიარზე გათვლილ მოქმედებებზე,. მაგალითად,  " მაპზე უკეთესი"  კარგად აღწერ სიტუაციას როდესაც ხელისუფლება არ აღიარებს შეცდომას, როდესაც  ხელისუფლების,არაფრით გამყარებული მოლოდინი მაპის მიღების  არ გამართლდა, ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა რომ ეღიარებინა მარცხი, გამოსავალად კიდევ უფრო დიდი ტყუილში მოძებნა და გაჩნდა მაპზე უკეთესი, ისინი  ხომ თვლიდნენ  და  ალბათ სამართლიანადაც რომ ჩვენი მოსახლეობის მეხსიერება მხოლოდ ტელევიზორის ყურებით შემოფარგლებოდა. 

8. ხმა ჩაიგდე, მტერი 40-კმ შია ! ( სრული სერიოზულობით გამოიყენებოდა  სიტუაციაში როდესაც ძველი ხელისუფლების მოწინააღდმეგეების სხვადასხვა შეკითხვებზე, ხელისუფლების მომხრეების პასუხი დედაქალაქიდან 40 კმში მდგარი რუსული სამხედრო შენაერთები იყო)

ხალხის აზრით- ტერმინი 2008 წლის ომის შემდგომ გაჩნდა და ხელისუფლების მომხრეების მთავარი იარაღი გახდა, ოპოზიციასთან საბრძოლველად, იმდროინდელი ოპოზიციის ნებისმიერი შეკითხვაზე როდესაც პასუხი არ არსებობდა, მუდმივად ამოტივტივდებოდა თემა, დედაქალაქიდან 40-კმში მდგარი რუსული სამხედრო შენაერთების, ამ თემის მუდმივი პედალირების შედეგად ეს ტერმინი დამცინავი გახდა და ოპოზიციურად განწყობილი იუზერები  მას იყენებდნენ სისულელეზე საკომენტოდ, მაგალითად : რა დროს სიმრერაა როდესაც მტერი 40 კმშია და ასე შემდგომ. 

ექსპერტის აზრით(ნიკუშა მარქსი)- წინა ხელისუფლებას გამოკვეთილი ჰქონდა საკუთარი პროპაგანდა, ის სამ ძირითად თემაზე იყო აგებული, პირველი  "ყველაფერი კარგად არის" მეორე "მტერი კარიბჭესთანა" და მესამე "ქართველი ხალხი არ ვარგა" , ამ ტრიადამ საკმაოდ დიდი ხანი გაქაჩა, სწორედ ამ ტრიადის ნაწილი იყო ეს ტერმინიც, ომიდან ძალიან მალე, როდესაც დაიწყო საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებზე, ხელისუფლების მომხრეებმა ნებისმიერ თემაზე დაიწყეს ამ კონტრ პასუხის წამოყენება, პრინციპში რთული იყო კამათი იმ თემაზე რომ "მტერი ნამდვილად იყო 40 კმ-ში" უბრალოდ აი კონტრშეკითხვა, ვისი ბრალია რომ ესე ახლოს არიან, ხელისუფლების მომხრეებს პასუხად კიდევ სხვა პასუხები ჰქონდათ.




9.  ექსპერტი (გამოიყენება დამცინავი კონოტაციით, ყველაფრის მცოდნე ადამიანის აღსანიშნავად)

ხალხის აზრით -ეს არის ადამიანი რომელიც ძალიან ხშირად ჩანს ტელევიზორში და აბსოლუტურად ყველაფერზე, საკუთარი აზრი გააჩნია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საკითხი ბაჭიების ჯანმრთელობაზე ეხება თუ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს, ნებისმიერი თავმოყვარე ექსპერტი თავს უბრალოდ ვალდებულად თვლის ნააზრევი დააფიქსიროს  რომელიც ჭეშმარიტებაზე მეტი თუ არა თანმხვედრი მაინც არის .

ექსპერტის აზრით(ნიკუშა მარქსი)ექსპერტები ქართული პოლიტიკური შემადგენელის ორგანული ნაწილია, ოღონდ არა რეალური პოლიტიკური მეისნტრიმის არამედ ვირტუალური რეალობის,  ექსპერტების მიმართ რეალური პოლიტიკის წარმომადგენლების უკიდურესად ცუდი დამოკიდებულება იცვლება ტელევიზიონშიკების ტრფობით, რომლებიც  რატომღაც თვლიან რომ არ არსებობს თემა რომელზეც არ შეიძლება სოსო ცისკარიშვილის აზრის არ მოსმენა. 

 კარგი ექსპერტს აუცილებლად აქვს რამდენიმე ექსპერტული ხრიკი, მაგალითად წარმოუდგენელია, სოსო ცისკარიშვილის წარმოდგენა  ინტელექტუალური ჩახველების და მოაზროვნის მზერის გარეშე, სიკო ჯანაშია საკუთარი განათლების ხაზგასის გარეშე, მიშა თავხელიძე საფირმო იუმორის გარეშე (ეს უფრო წერის დროს), დავით დარჩიაშვილი უბრალოდ ინტელექტით გაჟღენთილი წვერების და ასე შემდგომ.

ექსპერტის აზრით(ვასო კუჭუხიძე)– ექსპერტი არის მაღალკვალიფიციური და რაც მთავარია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც პროფესიონალურ დონეზე ერკვევა ქართული საზოგადოებისტვის საინტერესო ყველა საჭირბოტო საკითხში, დაწყებული რუსეთით და დამთავრებული რუსეთით, ინტელექტუალური გამომეტყველებით(არ არის აუცილებელი) აბრუნებს სიტყვა კრემლს ქართულ ენაში არსეულ ყველა ბრუნვაში(აუცილებელია), როგორც რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ ინიციაცია ერთ–ერთი ტელევიზიის მეშველობით ხდება და ხელისუფლებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადრე თუ გვიან სახელმწიფო თანამდებობას იბარებს.





10. ენჯეოშნიკი 

ხალხის აზრით: ენჯეოშნიკობა  უსაქმურობის ძალიან მაღალანაზღაურებადი ფორმაა, საყოველთაოდ გავრცელებული აზრის მიხედვით,  ნებისმიერი  ენჯეოშნიკი სოროსის მიერ ფინანსდება და როგორც წესი ამ დაფინანსების მიზანი რაც შეიძლება უაზრო საქმის კეთებაა.

ექსპერტის აზრი (ნიკუშა მარქსი) - უბანში, კუხნაში და სხვა მნიშვნელოვან ბჭობის ადგილებში,  კარგ ენჯეოშნიკად ითვლება ადამიანი რომელიც მოახერხებს, რაც შეიძლება ნაკლებადმნიშვნელოვან საქმეზე  დიდი გრანტს მოიხვეჭს, მოხვეჭის  შემდგომ ამ გრანტით  ლეპტოპს იყიდის(ულეპტოპო ენჯეოშნიკი, ეჭვს იწვევს)  და გააკეთებს  ფეისბუკზე გვერდს. გვერდზე  აუცილებლად უნდა დაიდოს   უზომო რაოდენობის ფოტო , რომელშიც ასახული იქნება  სვოტ ანალიზის განხილვა.  ენჯეოშნიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია  ტერმინოლოგია, განსაკუთრებით ნებისმიერი მიწიერი ტერმინის ინგლისური ვარიანტის ცოდნა რათა ნებისმიერ საკითხზე დააფიქსირო რომ პროფესიონალი ხარ.(პროფესიონალიზმი ხომ ტერმინოლოგიაა)  მთავარი კი ანგარიშის წარდგენაა, რომელიც რათქმაუნდა  power point-ში უნდა იყოს გაკეთებული. 

ექსერტის აზრი(ვასო კუჭუხიძე)– "ენჯეოშნიკი" სოციალური პრობლემებით, გლობალური დათბობით, გენდერეული უთანასწორობებით და LGBT საკითხებით თანაბრად დაინტერესებული/შეწუხებული საშუალოკვალიფიციური ადაიანია, რომელიც მინიმალური შემოსავალით ან სრულიად უსასყიდლოდ შრომობს, იღწვის, იბრძვის გრანტის მოსაპოვებლად და მისი მოპოვეის შემდგემ ატარებს ტრენინგს.


11.  ქართველი ხალხი ამას არ მოითმენს (გამოიყენება სიტუაციაში როდესაც მოსალოდნელია მასობრივი აღშფოთება)

 გამომდინარე იმ მარტივი რეალობიდან  რომ ქართველები "ყველაზე  გამორჩეული" ერი ვართ,  საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის რომ არსებობს   თემები, სხვადასხვა პიროვნებების ან ცალკეული პიროვნებთა ჯგუფების მიერ ჩადენილი  საქციელები და სხვა რაღაცეები   რომელსაც ქართველი ხალხი არაფრის დიდებით არ მოითმენს, მაგალითად ქართველი ხალხი არაფრის დიდებით არ მოითმენს  ხელისუფლების მიერ მოწყობილი აქციის სასტიკი დარბევას ან ტელეეთერით უხამსობის ჩვენებას. 

ექსპერტის შენიშვნა(ნიკუშა მარქსი)პოლიტიკური წრეებში და განსაკუთრებით, ე,წ ეროვნულებში არსებობს გავრცელებული აზრი  რომლის თანახმად,  ქართველ  ხალხს აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარი, ხელისუფლების ან სხვადასხვა სოციალური კლასების, ჯგუფების ან უბრალოდ ცალკეული პიროვნებების მიერ ჩადენილი რაღაც ქმედება რომელიც ეწინააღმდეგება, კონკრეტული პიროვნების, ჯგუფის, კლასის  რაღაცნაირ გაგებას  არ მოითმინოს და პასუხი მოსთხოვოს შემდგომ ამაზე,  ეს თეორიაში. აი პრაქტიკაში კი შეგიძლიათ სოციალური გამოკვლევა ჩაატაროთ,  სიტყვების "ამას ქართველი ხალხი არ მოითმენს" შემდგომ დაწერილ ნებისმიერ  ფრაზას არამხოლოდ მოითმენს არამედ ძალიან კარგადაც აიტანს, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად მოითმინა არამხოლოდ 26 მაისი არამედ სხვა ათასი რეალური პრობლემა და კიდევ უფრო თითიდან გამოწოვილი პრობლემები რომელსაც სხვადასხვა პიროვენები ქართველი ხალხის სახელით ებრძოდა.

12.  ქართველი ხალხის აზრით(აზრობრივად მიმსგავსებული ყველა სიტუაცია)  (გამოიყენება სიტუაციაში როდესაც საკუთარ აზრს ასაღებ მთელი ერის აზრად და ამით დასცინი მსგავს შემთხვევებს)

ობივატელურ წარმოდგენაში არსებობს რაღაც ცალკეული ფენომენი ქართველი ხალხის,  რომელსაც არ გააჩნია არანაირი კლასობრივი ან სხვა განხვავებები და ამ ერთფეროვან ხალხს რაღათქმაუნდა გააჩნია საკუთარი აზრი  აზრი, რომლის წვდომის უნარი მხოლოდ ერთეულებს აქვს, როგორც წესი ეს ერთეულები ან ხელისუფლების მაღალ ეშელონებს წარმოადგენენ ან კიდევ ინდივიდებს რომლებიც ცნობილები არიან(ტელევიზორში გამოჩნდებიან ხოლმე) ეს ხალხი შანს არ უშვებს საკუთარი აზრი გაასაღოს მთელი ერის აზრად.

ექსპერტის შენიშვნა(ნიკუშა მარქსი)საერთოდ ცალკეული პიროვნებების მიერ მთელი ერის თვისებების მიწერა სრულიად არ არის ახალი, საქარტველოს ისტორიაც ხომ ისე არის აღწერილი რომ  პრინციპში ხომ ცალკეული მეფეების ისტორია გამოდის მაგრამ 21 საუკუნეში ცოტა არ იყოს ყალბად ჩანს სიტუაცია როდესაც ცალკეული ინდივიდები თვლიან რო წარმოადგენენ მტელი ერის სინდისს თუ აზრს, რაც მთავარია არ აქვს მნიშნელობა ეს ადამიანი ხელისუფლების მომხრეა თუ მოწინააღმდეგე, მაგალითად გუბაზ სანიკიძე და მიხეულ საკააშვილი ერთანაირი სინდისით ასაღებდნენ საკუთარ მოსაზრებებს მთელი ერის მოსაზრებებად, არ აქვს იქნება ეს ნატოში ინტეგრაცია თუ სხვა თემები. პრაქტიკა არც ხელისუფლების შეცვლის შემდგომ შეიცვალა, ყოფილი ხელისუფლების წევრების, ცალკეული ტიპების მიერ გამოცხადებული დღის წესრიგი, ისევ ხალხის, ქართველი ხალხის აზრია.

Комментариев нет:

Отправить комментарий