3 წლიანი ციკლი დასრულდა და ოფიციალურად გადავბარგდი http://nikushamarx.wordpress.com/
წითელი ბლოგი
воскресенье, 19 января 2014 г.
пятница, 17 января 2014 г.
ჩემი ფეისბუკი(მიზანტროპული დაკვირვებები)
- ჩემი ფეისბუკის ყველაზე მაგარი წყვილი, ერთი პოლიტიზირებული მამა შვილია, უნიკალური სასტავია, მამას და შვილს საერთო პროფაილი აქვთ, უფრო სწორად ორივეს ცალკ-ცალკე აქვთ მაგრამ მამა თვლის(სამართლიანად) რომ შვილი არასაკმარისად ინტელექტუალურია, ამიტომაც როგორც წესი თვითონ პოსტავს ხოლმე შვილის პროფაილით, კი გვეშინია ამ ფაქტის მაგრამ რა ვქნათ. შვილის მომავალზე ზრუნვაა საჭირო.
- ალბათ, ყველას ჰყავს ისეთი გოგო ფეისზე, რომელიც დღეში, ერთ, ნახევრად ნუდ პროფაილ ფოტოს მაინც დებს და შემდეგ წუწუნებს, რატომ მწერენ ეს ველური ბიჭებიო, არადა გამოსავალი ნაპრაშივაეტსია, როგორ მივხდეთ ბლიად, ძუძუს ცალი კერტი რომ ვითომ შემთხვევით ჩანს ბიუსტჰალტერიდან სინამდვილეში ნონკონფორმისტული ნაბიჯია და არა რაღაც ის რასაც ყველა ვფიქრობთ და არ ვამბობთ.
- ყველაზე მაგარი ფეისბუკზე მაინც ის გოგოები არიან , რომლებიც ცდილობენ საკუთარი ცხოვრება დამალონ და ამისთვის იყენებენ კონსპირაციის ისეთ ტექნიკურ საშუალებებს, როგორიც არის foursquare და ინსტაგრამია, თან როდესაც რამეს შეეკითხები, ისე გაიკვირვებენ, თითქოს თვითონ არ თაგავდა საკუთარ თავს რაღაც ადგილებში ვიღაც ტიპებთად ერთად.
- ფეისბუკზე ძრომიალის მოყვარული, მალე მოახდენს მისთვის ფეისბუკითვის დამახასიათებელი პრადვინუტი ბიჭების ორი საინტერესო კატეგორიის დახარისხებას, პირველი, მონაშო გოგოების ფოტოებზე ძირითადად დალაიკებით არიან დაკავებული, თან არამხოლოდ ფოტოებს ულაიკებენ, სტატუსებისაც და ასე შემდეგ, ხოლო მეორები გარდა დალაიკებისა აქტიურ მოქმედებებზეც გადადიან რაც გამოიხატება ყველა თანამედროვე ტექნოლოგიების უპრაგონო გამოყენებაში,ის იყენებს აიფონს, აიპადს, ბლოგს, ინსტაგრამს, ტაბლერი და ღმერთმა უწყის კიდევ რას, უკვე დიჯეია ან მომავალში აპირებს დიჯეობას, ცუდ ლექსებს თუ არ წერს, რამდენიმე ცუდ პოეტთან ძმაკაცობს მაინც, სახლში ჰყავს კატა(ები), მაგრამ პრაქტიკული შედეგები ორივეს დაახლოებით ერთნაირები აქვთ, ანუ დიდი ვერაფერი.
- მე მაგალითად როდესაც ფეისბუკური ტრეში მინდება ამისთვის სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ფეისბუკურ ჯგუფებს ვიყენებ, ძირითადად პოლიტიკური მიმართულების , საკმარისია ასეთ ჯგუფებში გამოხატო აზრი რომელიც ოდნავ მაინც ადეკვატურია, მზად უნდა იყო თავდასხმის მოსაგერიებლად, იმის მიხედვით თუ რას დაწერ, მზად უნდა იყო რამდენიმე კატეგორიის ხალხთან დასაკომენტებლად, ბიძინისტები, ერის სახელით მოლაპარაკეები, მიშისტები და რათმაუნდა აპოლიტიკურები რომლებმაც მიუხედავად სტატუსია ზუსტად იციან რა არის კარგი მთელი ერისთვის.
- მოკლედ, რასაც აქ დავწერ. იმის მიხედვით ნუ შეიქმნით ჩემზე წარმოდგენას, მთლად ესეთი ცუდი ადამიანი და პიროვნებაც არ ვარ, უბრალოდ როდესაც ახალგამხდარი მშობლები, გათხოვილები და მსგავსი ამოუწურავი სიხარულის მქონე ადამიანები ცდილობენ საკუთარი ბედნიერებით შეცემას, მაქსიმალურად მინდა ენკავედეს პლაშიანი ოპერი ვიყო რომელიც ამ ხალხის წასაყვანად არის გაგზავნილი შავი ჩაიკით.
- ენკავედეს პლაში მაშინ მახსენდება როდესაც საქმე ქართველ სკეპტიკოსებს ეხება, ეს ის კატეგორიაა, რომელმაც ზუსტად იცის, ქართველი ჟურნალისტების მიერ ნათარგმნი რომელი სტატიაა ყალბი მაგრამ ეჭვი არ შეაქვს იმ ბოლში რომელსაც ნაცებისდამი სიმპატიებით განწყობილი ჟურნალები თუ სააგენტოები ავრცელებებ.
- მზად ვარ ღმერთს, რომლისაც არ მჯერა ვთხოვო დახმარება, რომ უახლოესი ორი წელი მაინც არც ერთი ბლოგერი ან მსგავსი კატეგორიის ტიპი აღარ ვიხილო ეროვნულ პროექტებში, არა ბაზარი არაა ბევრი ნიჭიერი ტიპია, მაგრამ როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ "მთავარია გული გულობდეს და ქადა ორი ხელით იჭმევა(ანდაზა რომლის შინაარსი ყველაფერს მიესადაგება) წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ არ ძალმიძს კიდევ ერთ ფარისეველობის კორიანტელის გადატანა.( სინამდვილეში სულაც არ ვარ შურიანი მიზანტროპი,)
Подписаться на:
Сообщения (Atom)